понедельник, 25 апреля 2011 г.


პროექტის სახელი –ცხოვრების ჯანსაღი წესი
პროექტის მოკლე აღწერა: ცხოვრების ჯანსაღი წესი–ჯამრთელობის საწინდარია, პროექტი ითვალისწინებს კვლევას თუ როგორი ყურადღება ექცევა მოზარდის ჯანმრთელობას ოჯახში, სკოლაში და ზოგადად საზოგადოებაში.
პროექტის სრული აღწერა:
კლასში ჩავატარე მინი ლექცია.
თემაზე:თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა ჯანმრთელობისთვის.
პირველი ეტაპი
 პროექტის დაგეგმვა:
პროექტი დაიგეგმა და მომზადდა, იდეა წინასწარ მასწავლებლიდან  წამოვიდა თემის აქტუალობიდა გამომდინარე. ამ თემის აქტუალობა აიხსნება ორგანიზმზე არსებული დატვირთვების ტექნოგენური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური, და სმხედრო ხასიათის რისკების ზრდით.
ცხოვრების ჯანსაღი წესი მოიცავს გარკვეული „წესების“ დაცვას .წყლის აბაზანები, სპორტული ვარჯიშები, გასეირნება, პირადი ჰიგიენა, სწორი კვება, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორები, ფიზიკური დატვირთვა.
მეორე ეტაპი:
კლასი გაიყო სამ ჯგუფად:
ჯგუფებს მიეცათ დავალება:
 პირველი ჯგუფი:
მოზარდის ჯანმრთელობა ოჯახში.მოსწავლეებმა ჩაატარონ კვლევა თუ როგორი სასწავლო გარემო აქვთ ოჯახში.როგორაა  დაცული მათი პირადი ჰიგიენა.რა ღონისძიებებს  მიმართავენ  მათი ორგანიზმის ჯანმრთელობისა და გაჯანსაღებისათვის.
ამ კვლევებს წარმოდგენენ წერილობით და დაურთავენ მონაცემთა სვეტოვან დიაგრამას.
მეორე  ჯგუფი:მოზარდის ჯანმრთელობა სკოლაში.მეორე ჯგუფი აკეთებს კვლევას სკოლაში
1-.აკვირდებიან დაფასთან ცარცით მუშაობის შემდეგ ბავშვები ჰიგიენის რა ზომებს
მიმართავენ(დაბანა,გასუფთავება)
2-.ყოველი გაკვეთილის შემდეგ ანიავებენ თუ არა საკლასო ოთახს.
3-.ესთეტიკის თვალსაზრისით როგორ ააქვთ კლასის ინტერიერი მოწყობილი(ყვავილები...)
ამ დავალებას წარმოადგენენ პროცენტული მონაცემებით.
მესამე ჯგუფი:მოზარდის ჯანმრთელობა საზოგადოებაში.ეს ჯგუფი აკეთებს კვლევას თუ როგორ არის დაცული მოზარდის ჯანმრთელობა საზოგადოებაში და რა წვლილი შეაკ თვითონ.
მესამე ეტაპი:
პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება მოძიებული მასალის შეჯამება და პრეზენტაცია.
მოსალიდნელი შედეგები/პროდუქტები,  ამ პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები მიიღებენ სასარგებლო ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ დაიცვან პირადი ჰიგიენა, რა სარგებლობას მოუტანთ სპორტით დაკავება, რა ზიანი შეიძლება მოუტანოთ არასწორმა ფიზიოლოგიურმა დატვირთვებმა.
მონაწილეთა ასაკი:  12–14 წლის მოზარდები.
პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე
სამუშაო ენა  ქართული
ფასილიტატორი: ნანა ჯგერენაია
ფასილიტატორის ელ. ფოსტა:





Комментариев нет:

Отправить комментарий